logo
ENG



ხვიჩა კვარაცხელია "რუბინის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

24 ივლ 202010:37
3 წუთის საკითხავი
 

“რუბინის“ ოფიციალურ საიტზე რამდენიმე დღის განმავლობაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობდა.

19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ქომაგებმა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 ასისტია. გარდა შედეგიანი თამაშისა, ხვიჩა მოედანზე “რუბინის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.


close დახურვა